კომპანიის შესახებ

Awesome Image

2014 წელს ‘‘ჯი-თი კომპანი’’-ს დამფუძნებლებმა დავიწყეთ ფიქრი და მუშაობა კომპანიის სტრატეგიაზე. იმავე წელს დაარსდა ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ქართულ ბაზარზე უშვილობის სამკურნალო უმაღლესი ხარისხის პრეპარატების დისტრიბუციით. დღეისათვის კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ფარმაცევტული პროდუქტების და საკვები დანამატების იმპორტი საქართველოში. ჩვენი მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მსოფლიო სხვადასხვა სერთიფიკატების მქონე, სხვადასხვა კლინიკური კვლევებით დამტკიცებული უმაღლესი ხარისხის თანამედროვე პრეპარატები, ფიტოპრეპარატები და საკვები დანამატები. ჩვენი პროდუქტები გამოიყენება სხვადასხვა სამედიცინო სფეროებში: გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია, უროლოგია, ანდროლოგია, მამოლოგია, ონკოლოგია. ჩვენი თითოეული კმაყოფილი პაციენტი ჩვენი გუნდის წარმატებაა!