Awesome Image
სოუმეტინი

ბუნებრივი მხარდაჭერა პროსტატის ჯანმრთელობისთვის
 
რატომ სოუმეტინი?
 
სოუმეტინი წარმოადგენს ინოვაციურ კომპლექსურ პროდუქტს, რომელიც ორი ბუნებრივი აქტიური ნივთიერების — ინდოლ-3-კარბინოლისა (I3C) და ჯუჯა პალმის (Serenoa repens) ექსტრაქტის სინერგიული მოქმედებით ხელს უწყობს პროსტატის ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ფუნქციის გაუმჯობესებას.
 
შემადგენლობა (1 კაფსულაში):
 
• ინდოლ-3-კარბინოლი (I3C) — 175 მგ
• ჯუჯა პალმის სტანდარტიზებული ექსტრაქტი (serenoa repens) — 300 მგ.
 
აქტიური ნივთიერებების მექანიზმი
 
ინდოლ-3-კარბინოლი (I3C)
 
• ორგანიზმში ინდოლ-3-კარბინოლი გარდაიქმნება დიინდოლილმეთანად (DIM), რომელიც:
 
• არეგულირებს ესტროგენების მეტაბოლიზმს – ამცირებს აგრესიულ ესტროგენულ მეტაბოლიტებს, რომლებიც ასოცირებულია პროსტატის ჰიპერპლაზიასა და კიბოს რისკთან
 
• თრგუნავს დიჰიდროტესტოსტერონის (DHT) ზემოქმედებას პროსტატის უჯრედებზე
 
• ხელს უწყობს უჯრედული ციკლის ნორმალიზაციას და აპოპტოზს – დაზიანებული უჯრედების ბუნებრივ      განადგურებას
 
• ამცირებს ანთებით პროცესებს და ოქსიდაციური სტრესის დონეს პროსტატის ქსოვილში
 
ჯუჯა პალმის ექსტრაქტი
 
• წარმოადგენს სერტიფიცირებულ სტანდარტიზებულ ექსტრაქტს, რომელიც:
 
• ბლოკავს ფერმენტ 5-ალფა რედუქტაზას – აფერხებს DHT-ის სინთეზს ტესტოსტერონიდან
 
• ამცირებს პროსტატის ქსოვილის ჰიპერპლაზიას
 
• ამსუბუქებს შარდვის სიმპტომებს, როგორებიცაა: გახშირებული შარდვა (განსაკუთრებით ღამით) შარდის ნაკადის შესუსტება, შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება
 
• ახასიათებს ანტიინფლამატორული და ანტიოქსიდანტური მოქმედება
 
სოუმეტინის კლინიკური სარგებელი
 
• არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს პროსტატის დონეზე
 
• თრგუნავს უჯრედულ ანთებას — აქვეითებს პროინფლამატორული ციტოკინების გამომუშავებას (TNF-α, IL-6, IL-1β)
 
• იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეული დაზიანებისგან
 
• ამცირებს უჯრედული დისფუნქციის და სიმსივნური ტრანსფორმაციის რისკს
 
• ხელს უწყობს აპოპტოზს – პათოლოგიურად შეცვლილი უჯრედების მოცილებას
 
• მოქმედებს როგორც ანტინეოპლასტიური საშუალება პრევენციის მიზნით
 
ჩვენებები
 
სოუმეტინი რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
 
• კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზია (BPH)
 
• ქრონიკული ან მწვავე პროსტატიტი
 
• შარდვის დარღვევები ჰორმონალური დისბალანსის ფონზე
 
• პროსტატის ჯანმრთელობის პრევენციული მხარდაჭერა 40+ ასაკში
 
• კომპლექსური თერაპიის ნაწილი მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის
 
დოზირება და მიღების წესი
 
• რეკომენდებული დოზა:
 1 კაფსულა დილით და 1 კაფსულა საღამოს, საკვების შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
 მკურნალობის კურსი:  1-3 თვე ან ექიმის რეკომენდაციით.
 
უსაფრთხოება და გვერდითი მოვლენები
 
• სოუმეტინი კარგად გადაიტანება პაციენტების უმრავლესობის მიერ
 
• იშვიათად შესაძლებელია მსუბუქი გვერდითი მოვლენები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
 
უკუჩვენება: ალერგია ან ინდივიდუალური აუტანლობა კომპონენტების მიმართ
 
შეფუთვა და წარმოშობა
 
შეფუთვა: 60 კაფსულა
 
წარმოებულია: ჩეხეთის რესპუბლიკაში