Awesome Image
ქრაუნ ფერტილიტი ULTRA კაცი

ქრაუნ ფერტილიტი
უშვილობის სამკურნალო საშუალება.
დაფუძნებულია მეცნიერებაზე და შთაგონებულია ბუნების მიერ.

ქრაუნ ფერტილიტი იყენებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფორმულის მქონე უმაღლესი დონის ფარმაკოლოგიურ ინგრედიენტებს, რათა მოახდინოს გავლენა ნაყოფიერებაზე ბუნებრივი გზით. აღნიშნული ფორმულა შექმნილია სპეციალურად თითოეული მამაკაცისათვის რათა გააუმჯობესოს სპერმატოზოიდების რაოდენობა და ხარისხი. რეკომენდირებულია მიღება 3 თვის განმავლობაში დამზადებულია აშშ-ში.

ინგრედიენტები:
მწვანე ჩაის ხის ექსტრაქტი - 50მგ
L-კარნიტინი - 400მგ
L-არგინინი - 400მგ
L-ცისტეინი - 100მგ
კუროსთავი - 100მგ
ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი - 100მგ
კოენზიმი Q10 - 200მგ
ლიკოპენი - 10მგ

მწვანე ჩაის ხის ექსტრაქტი -ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის ამცირებს სპერმატოზოიდების დნმ-ის ფრაგმენტაციას ოქსიდაციური სტრესის შემცირების გზით. ასევე ამცირებს ანთებით პროცესებს

L-კარნიტინი - სპერმატოზოიდების ენერგეტიკული სუბსტრატია. ზრდის სპერმატოზოიდების რაოდენობას და მათ მოძრაობის უნარს. აუმჯობესებს ორგანიზმში ლიპიდების ცვლას

L-არგინინი - არგინინის ჰიდროქლორიდმა (HCI) აჩვენა რომ შეუძლია გააუმჯობესოს სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარი ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე . ამინომჟავა არგინინი N0 - წინამორბედია, ხელს უწყობს ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონის ტესტოსტერონის წარმოქმნას. აუმჯობესებს სპერმატოგენეზს.

L-ცისტეინი - ამინომჟავა, რომელსაც შეუძლია, რამოდენიმე ტოქსიური ნივთიერების განეიტრალება და ორგანიზმის დაცვა რადიაციისაგან. ის გამოირჩევა უჯრედისადმი დამცველობითი უნარით ალკოგოლისა და თამბაქოს კვამლში შემავალი ტოქსინებისაგან

კუროსთავის - Tribulus Terestris ტრიბულუსით მკურნალობის ბოლოს შეფასებულმა სპერმის ანალიზმა აჩვენა სპერმის კონცენტრაციის, მოძრაობის უნარის და გათხევადების დროის მნიშვნელოვანი მომატება.

ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი (Pinus Pinaster) - ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი მდიდარია ფიტოქიმიური ნივთიერებებით, რომლებიც ცნობილია პროანთოციანიდების სახელწოდებით. ესენია მძლავრი ანტიოქსიდანტები, გაცილებით მძლავრი ვიდრე სხვა ცნობილი ანტიოქსიდანტები. პიკნოგენოლის (Pycnogenol) ზემოქმედება დადასტურებულია სპერმის პარამეტრებზე და ფუნქციაზე სუბფერტილურ მამაკაცებში. პიკნოგენოლით მკურნალობის შედეგად ხდება ანომალიური სპერმატოზოიდების შემცირება და ჯანმრთელი ნორმალურად ფუნქციონირებადი სპერმატოზოიდების მატება ეაკულატში


კოენზიმ C10 - აუმჯობესებს სპერმატოზოიდების მორფოლოგიას (ზრდის მათ რაოდენობას), ასრულებს ანტიოქსიდაციურ და მეტაბოლურ ფუნქციას, იცავს სპერმას ოქსიდაციური სტრესისგან.

ლიკოპენი - ამცირებს ოქსიდაციური სტრესის მოქმედებას მამაკაცებში თავისუფალი რადიკალების გასანეიტრალებლად და სპერმის დაზიანების შესამცირებლად.

ჩვენებები:
+ მამაკაცის სხვადასხვა ეტიოლოგიის უნაყოფობა
+ ოქსიდაციური სტრესი
+ ოლიგოზოოსპერმია
+ ასთენოზოოსპერმია
+ ტერატოზოოსპერმია
+ ოლიგოასთენოტერატოზოოსპერმია

უკუჩვენება: არ გააჩნია
გვერდითი მოვლენები:
ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. ქრაუნ ფერტილიტი აუმჯობესებს მამაკაცის ფერტილობას და ეხმარება წყვილს განაყოფიერებაში ბუნებრივი გზით.